„სფერო ჰოლდინგის“ მუშაობისთვის ეროვნულ ბანკს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცია“, - აცხადებს ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

მისი თქმით, სამწუხაროდ, კომპანიას არ აღმოაჩნდა ისეთი ქონება და აქტივები, რომელიც დაზარალებულების ზარალს - დაახლოებით 12 მილიონ ლარს - აანაზღაურებს.

„სფერო ჰოლდინგს“ ბანკისგან სესხის აღება არ უნდოდა და ფულის მოზიდვა მოსახლეობისგან დაიწყო, რისთვისაც ეროვნულ ბანკს წესით, ყურადღება უნდა მიექცია. რამდენადაც ვიცი, 2 წლის წინ გააფრთხილეს კომპანიაც და მომხმარებლებიც, რადგან საკმაოდ დიდი თანხა იყო უკვე მოზიდული, ეროვნულ ბანკში უნდა დარეგისტრირებულიყო, თუმცა, უშედეგოდ. როგორც ჩანს, გაეპარა ეროვნულ ბანკს, დაუდევრობას ჰქონდა ადგილი, ფაქტი კი ის არის, რომ ამას ამდენი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა შეეწირა.

აღმოჩნდა, რომ კომპანიას ბევრი არაფერი ქონება არ აქვს, რეალურად აშენებულიც არაფერია. 12 მილიონი ლარის გასტუმრება, რაზეც ახლაა საუბარი, არსებული აქტივების ფონზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია, - ამბობს გიორგი კეპულაძე.