გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  3-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 4 ივლისს შესაძლოა, გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.