2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა ყურძენი, ატამი, მსხალი და ქლიავი.

უფრო კონკრეტულად, გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია:

  • ყურძენი - 49.21%
  • ატამი - 47.35%
  • ქლიავი - 39%
  • მსხალი - 31.7%
  • ვაშლი - 31.3%
  • ნიორი - 31%
  • კივი - 25%
  • ძროხის ხორცი - 11.77%
  • წიწაკა - 11.74%
  • კომბოსტო - 9.8%