2023 წლის მესამე კვარტალში თბილისში 1 მ² ბინა და კერძო სახლი ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირდა, ყველაზე იაფი კი სამგორსა (ბინები) და გლდანში (სახლები). ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

კონკრეტულად, 1 მ² ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და 5 314 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის ვაკე, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 4 756 ლარს შეადგენს, მესამე ადგილზეა საბურთალო, სადაც ფასი 3 652 ლარს აღწევს.

რაც შეეხება სახლებს, აქაც კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე (4 049 ლარი), ვაკესა (3 511 ლარი) და საბურთალოს რაიონებშია (2 890 ლარი).

2023 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2 პროცენტი).

2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 15.7 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4 პროცენტით.