თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის,  სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, მცხეთის და ბესიკ ბურკიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების(ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.