თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ვიქტორ კუპრაძის, სუხიშვილის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ჯავახეთის, სამგორის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ლადო კოტეტიშვილის, გახოკიძის, თაყაიშვილის, მაისურაძის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის  ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის, კალანდაძის და ნადიკვარის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.