თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, პატარა ლილოს დასახლების, სამგორი-2 დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელაშვილის, იუმაშევის, გოკიელის, კობახიძის და მეკოკიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის, მაჭავარიანის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.