საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორიზმის ცენტრმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორიზმის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორ რეგიონში ერთდროული სპეცოპერაცია ოთხ ლოკაციაზე ჩაატარა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის მქონე დროშები და ელექტრონული მონაცემების სხვადასხვა მოწყობილობები ამოიღეს. მეტიც, დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია ამუნიცია, ასაფეთქებელი მოწყობილობა და მასალები.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორიზმის ცენტრი გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლების საფუძველზე ახორციელებს. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ფარგლებში დაკავებულთა მონაწილეობის ხასიათის დადგენის, ასევე დანაშაულთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენის მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობა გრძელდება.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის ფარგლებში თანამშრომლობისთვის.“ - წერია განცხადებაში.