წელს სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, ვისაც 6 წელი 1 ნოემბრამდე შეუსრულდებათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„აქამდე იყო დაშვებული 1 ოქტომბრამდე და 1 თვით ვახანგრძლივებთ ამ ვადას. ჩვენ ეტაპობრივად, ყოველწლიურად მოვახდენთ აღნიშნული ვადის გადაწევას, რაც ვფიქრობთ ყველაზე სამართლიანი გზაგასაყარი არის 31 დეკემბერი,“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. მისი თქმით, ეს ნებაყოფლობითია და მშობელს შეუძლია შეიყვანოს აღნიშნული ასაკის ბავშვი სკოლაში ან დატოვოს ბაღში.

გადაწყვეტილება პარლამენტს დაჩქარებული წესით წარედგინება, შესაბამისად მინისტრის თქმით, საჭირო აღარ გახდება სკოლაში რეგისტრაციის ვადების გადაწევა.