სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ, დანაშაულის ჩადენის ალბათობა დაავადებამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 14%-ით იზრდება. ამ დასკვნამდე დანიელი ეკონომისტები, ასობით ათასი პაციენტის მონაცემებისა და მათი ნასამართლეობის ისტორიის ანალიზის შემდეგ მივიდნენ.
ავტორებმა შეისწავლეს ადამიანების ქცევითი დინამიკა კიბოს დიაგნოზის დასმამდე და მის შემდეგ. მათ აღმოაჩინეს, რომ დანაშაულის ზრდა თანდათან ვითარდება და რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება.
მკვლევრები ამ ტენდენციას ფსიქოლოგიურ სტრესს, მომავლის აღქმის შეცვლას და ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას მიაწერენ. შემოსავლისა და შრომისუნარიანობის შემცირებამ შესაძლოა ზოგიერთი პაციენტი საყოფაცხოვრებო და ფინანსური საკითხების გადაჭრის უკანონო გზებისკენ უბიძგოს. გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანი სერიოზული დიაგნოზის შემდეგ სასჯელის შედეგებს განსხვავებულად აღიქვამს.