შოვში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს.
დაზუსტებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სტიქიის ზონიდან ერთი ადამიანის ცხედარი უკვე ამოიყვანეს.
სააგენტოს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კიდევ 2 ცხედრის არსებობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.