შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი მედიასთან ადასტურებს. 

ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. 

მეწყერი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შოვში გუშინ დღის საათებში ჩამოწვა. ამ დროისთვის ადგილიდან 210-მდე მოქალაქე უვნებლადაა გამოყვანილი.