თბილისის  საქალაქო  სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა  განახორციელა  სახელმწიფო კონტროლი  საშაურმეში სთრით ფუდ 125“  (მისამართი.თბილისი, მტკვრის ქ. N1, / 405641907).

შემოწმებისას, ინსპექტორებმა,  სალმონელაზე კვლევის მიზნით , აიღეს 5 ნიმუში  და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიესხუთივე  გამოკვლეულ  ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA).

შედეგად,  საშაურმეში  „სთრით ფუდ 125“  ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა  კრიტიკული შეუსაბამობები

კანონმდებლობის შესაბამისადობიექტი დაჯარიმდა და  საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

ამასთან,  მიკვლევადობით  დადგენილია კომპანია, რომელიცსთრით ფუდ 125“-ს  ხორცით ამარაგებდა.  სალმონელაზე  კვლევის მიზნით აღებულიაღორის ხორცის ნიმუშები  , რომლის შედეგებიც  საზოგადოებას ეცნობება.  

ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.