საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2025 წელს 196 178 958 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზების, საკაბელო მეურნეობების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის სხვა კომპონენტების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.
2025 წელს შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, პირველი კვარტალის განმავლობაში, სს „ენერგო პრო ჯორჯიამ“ 28 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უკვე განახორციელა. კერძოდ, 2025 წლის მარტის თვის მდგომარეობით საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებლების ელექტრმომომარაგების უწყვეტობისა და საიმედობის გაუმჯობესების მიზნით ქ/ს საგურამოში ჩაატარა 6 კვ ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის სრული რეკონსტრუქცია და მოძველებული ზეთიანი ამომრთველების თანამედროვე ტიპის ელეგაზური ამომრთველებით ჩანაცვლება, ასევე დაასრულა ქ/ს „ჭიათურა 1“ - ის რეაბილიტაცია. კომპანიამ საჩხერის მუნიციპალიტეტში ააშენა 7 კმ სიგრძის 35 კვ ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი. მარტის თვის მდგომარეობით კომპანიამ 6/10 კვ ძაბვის ქსელში დაამონტაჟა 1650 ცალი საყრდენი, 110 კმ სადენი, 15 კმ კაბელი, 185 ცალი ძალოვანი ტრანსფორმატორი. ასევე კომპანიამ დაბალი ძაბვის (0.4 კვ) ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაამონტაჟა 4150 ცალი საყრდენი. ამჟამად კომპანია ახორციელებს 110 კვ ძაბვის 3 ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დამატებით, მიმდინარე წელს კომპანია სალიცენზიო არეალის სხვადასხვა რეგიონებში განახორციელებს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურებისა და ქსელის სხვა დანარჩენი კომპონენტების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.
ამასთანავე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2024 წელს განხორციელებულმა ინვესტიციებმა გადააჭარბა სემეკთან შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმას და 195 482 558 ლარის ნაცვლად 256 315 000 ლარი შეადგინა. 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ელექტროენერგიის საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით, სს „ენერგო პრო ჯორჯიამ“ განახორციელა სხვადასხვა ტიპის სამუშაოები. მათ შორის, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რეგიონებში მდებარე ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, 11 ქვესადგური აღიჭურვა SCADA სისტემით, 10/6 კვ ქსელის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის ფარგლებში დამონტაჟდა 14916 ცალი საყრდენი და 1181.5 კმ სადენი.
სემეკთან შეთანხმებით “ენერგო პრო ჯორჯია” 2025 წელს 200 მლნ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს
აზერბაიჯანი - საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს” და მის შედეგებს არ ვაღიარებთ
პაპუაშვილი ბრიუსელში - „იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან“
ევროსაბჭო პოლიტიკური განცხადებების და ფინანსური აუდიტის პასუხად - „ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ხალხის ძალას” 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა, მათ შორის 21 ისეთი პირია, ვინც მანამდე „ქართულ ოცნებას” 1,969,169 ლარი შესწირა, 3 კი დღემდე აგრძელებს ორივე პარტიის დაფინანსებას
ირაკლი კობახიძე - „ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კი რჩება საერთაშორისო მხარდაჭერა“