ნოემბერში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 996 988-მდე შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმების თრექერში აქვეყნებს.

PMCG-ის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ხელფასს ყოველთვიურად იღებდნენ, 996,988 შეადგინა, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, 1.0%- ით დაბალი იყო.

ყველაზე მეტი ადამიანი 600-დან 1200 ლარამდე ხელფასს იღებდა, ყველაზე ნაკლები კი 9600 ლარს ან მეტს.

0-დან 600 ლარამდე ხელფასის მიმღები საერთო რაოდენობის 12.4% იყო, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, ხოლო 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ამ მოცულობის ხელფასს ნოემბერში 119 638 ადამიანი იღებდა.

600-დან 1199 ლარამდე ხელფასს 199 397 პირი იღებდა, რაც საერთო რაოდენობის 20%-ია. წინა თვესთან შედარებით მათი რიცხვი 1%-ით გაიზარდა.

1200-1199 ლარამდე ხელფასს ნოემბერში 348 945 პირი იღებდა, რაც საერთო რაოდენობის 35%. ამ მოცულობის ხელფასის მიმღებთან რაოდენობა გასულ თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.

2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს 329 006 პირი იღებდა, რაც საერთო რაოდენობის 33.2%-ია, რაც
2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, 4.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს 28 912 პირი იღებდა, რაც საერთო მოცულობის 2.9%-ია. ოქტომბერთან შედარებით მათი რაოდენობა 0.3 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.