საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზაარბრიუკენის მოედანზე საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეების მიერ შეკრულ „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდა.

ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საქართველოში ჩამოსულ პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან ერთად, ცოცხალი ჯაჭვის აქცია-პერფორმანსს ზაარბრიუკერის ხიდზე შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად არიან მისი ოჯახის წევრებიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.

უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოში საპროტესტო აქციების იმართება.

თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.