საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს მართავს. ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის იმართება.

სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161 მლნ ევროს აღემატება, თურქეთის ნაკრების ფასი კი 324 მლნ ევროზე მეტია.

ყველაზე ძვირად ღირებული 5 ფეხბურთელის სია ასეთია:

საქართველოს ნაკრები:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო 
  • გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო 
  • გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო 
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო 
  • საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო 

თურქეთის ნაკრები:

  • ჰაკან ჩალჰანოღლუ - 45 მლნ ევრო
  • ქენან ილდიზი - 30 მლნ ევრო 
  • არდა გიულერი - 30 მლნ ევრო 
  • ორკუნ კეკჩუ - 27 მლნ ევრო 
  • ფერდი ქედიოღლუ - 21 მლნ ევრო