2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 ადამიანს შეუწყდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 57%-ით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 756-მა პირმა დაკარგა.

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:

  • რუსეთი - 802 პირი;
  • საბერძნეთი - 200 პირი;
  • სომხეთი - 57 პირი;
  • უკრაინა - 56 პირი;
  • აშშ - 38 პირი;
  • აზერბაიჯანი - 8 პირი;
  • თურქეთი - 63 პირი;
  • გერმანია - 13 პირი;
  • ისრაელი - 102 პირი;
  • გაერთიანებული სამეფო - 4 პირი;
  • სხვა ქვეყანა - 118 პირი;
  • არ არის ქვეყანა მითითებული - 131 პირი.