საქართველო უქმე დღეების რაოდენობით მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. შრომის კოდექსი ქვეყანაში 18 უქმე დღეს ითვალისწინებს, ამაზე მეტი კი, კანონის მიხედვით სომხეთშია. მეზობელ ქვეყანაში წელიწადში 22 უქმე დღეა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან, ასევე მეზობელ ქვეყნებში უქმე დღეები ემთხვევა საერო ან საეკლესიო დღესასწაულებს. საქართველოში კი უქმე 18 დღიდან 10 საეკლესიოა, 8 კი საერო.
წელიწადში 52 კვირა და შესაბამისად, ერთობლივად 104 შაბათ-კვირაა. ჩვენი კანონმდებლობით კი, შაბათ-კვირა უქმე დღეებად ითვლება და ამ დროს სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ კომპანიების დიდი ნაწილი არ მუშაობს. თუ ამას საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებსაც მივუმატებთ, რომელიც ჯამში 18-ია, გამოდის, რომ საქართველოში დასაქმებულები 122 დღეს, ანუ წელიწადის მესამედს დასვენებაში ატარებენ.
რაც შეეხება კონკრეტულად კანონით დაწესებულ უქმე დღეებს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, ასე გამოყურება:
უქმე დღეები საქართველოში: (18 დღე)
- 1-2 იანვარი - ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
- 7 იანვარი - ქრისტეს შობა;
- 19 იანვარი - ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
- 3 მარტი - დედის დღე;
- 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
- 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
- სააღდგომო დღეები (+4) - დიდი პარასკევი; დიდი შაბათი; აღდგომა; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე; (აქედან 2 შაბათ-კვირას ემთხვევა)
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
- 12 მაისი - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
- 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე;
- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
- 28 აგვისტო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
- 14 ოქტომბერი - მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
- 23 ნოემბერი - გიორგობის დღე.
რუსეთში არასამუშაო უქმე დღეებია: (14 დღე)
- 1, 2, 3, 4, 5, 6 და 8 იანვარი – ახალი წლის დღესასწაულები
- 7 იანვარი - შობა
- 23 თებერვალი - სამშობლოს დამცველის დღე
- 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
- 1 მაისი - გაზაფხულისა და შრომის დღე
- 9 მაისი - გამარჯვების დღე
- 12 ივნისი – რუსეთის დღე
- 4 ნოემბერი ეროვნული ერთიანობის დღეა.
თურქეთში უქმე დღეებია: (16 დღე)
- 1 იანვარი - ახალი წელი.
- 23 აპრილი - დამოუკიდებლობის დღე და ბავშვთა დღე.
- 1 მაისი - შრომის დღე (აღინიშნავს მხოლოდ სტამბოლში).
- 19 მაისი - ახალგაზრდობისა და სპორტის დღე, ათათურქის ხსოვნის დღე.
- 23 მაისი - ოსმალეთის მიერ სტამბოლის აღება (აღნიშნება მხოლოდ დედაქალაქში, სხვა ქალაქებში - სამუშაო დღე).
- 1 ივლისი - საზღვაო დღე (ბანკები და ოფისები ღიაა).
- 26 აგვისტო - შეიარაღებული ძალების დღე (ბანკები და ოფისები ღიაა).
- 30 აგვისტო - გამარჯვების დღე (Zafer Bayrami).
- 9 სექტემბერი - განთავისუფლების დღე (დამოუკიდებლობისთვის ომის დასრულების დღე, მხოლოდ იზმირში).
- 28-29 ოქტომბერი - რესპუბლიკის გამოცხადების დღე (28 ოქტომბერი არასრული სამუშაო დღეა).
- 10 ნოემბერს, დილის 9:05 საათზე, მთელი ქვეყანა წუთიერ დუმილს მიაგებს ქემალ ათათურქის ხსოვნას.
- (+ 4 დღე) დანარჩენი დღესასწაულები მუსლიმური მთვარის კალენდრის მიხედვით აღინიშნება, ამიტომ მათი თარიღები წლიდან წლამდე იცვლება. მაგალითად, 2024 წელს, რამადანი 9-დან 12 აპრილამდე პერიოდში იყო.
ძირითადი სახალხო დღესასწაულები და უქმე დღეები აზერბაიჯანში: (16 დღე)
- 1-2 იანვარი - ახალი წლის პირველი ორი დღე ოფიციალურად არასამუშაო დღეებია ქვეყანაში.
- 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
- 20-24 მარტი - ნოვრუზის დღესასწაული.
- 30-31 მარტი - რამაზან ბაირამი
- 9 მაისი - მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 28 მაისი - რესპუბლიკის, ანუ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების დღე.
- 6-7 ივნისი - ყურბან-ბაირამი
- 15 ივნისი - ეროვნული ხსნის დღე, ანუ ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნების დღე.
- 26 ივნისი - შეიარაღებული ძალების დღე.
- 18 ოქტომბერი - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
- 12 ნოემბერი - კონსტიტუციის დღე
- 31 დეკემბერი - მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღე, რა დღესასწაულითაც წელი სრულდება.
სომხეთის არასამუშაო დღეები: დღესასწაულები და ხსოვნის დღეები (22 დღე)
- 7 დეკემბერი - მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის დღე
- 21 დეკემბერი - მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის დღე
- 30 დეკემბერი - წინასსაახალწლო მოკლე სამუშაო დღე
- 31 დეკემბერი, 1, 2 იანვარი - ახალი წელი
- 6 იანვარი - შობა და ნათლისღება
- 27 იანვარი - წინასადღესასწაულო მოკლე სამუშაო დღე
- 28 იანვარი - არმიის დღე
- 7 მარტი - წინასადღესასწაულო მოკლე სამუშაო დღე
- 8 მარტი - ქალთა დღე
- 23 აპრილს - წინასადღესასწაულო მოკლე სამუშაო დღე
- 24 აპრილი - გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე
- 30 აპრილი - წინასადღესასწაულო მოკლე სამუშაო დღე
- 1 მაისი - შრომის დღე
- 8 მაისი - წინასადღესასწაულო დღე
- 9 მაისი - გამარჯვებისა და მშვიდობის დღე
- 27 მაისი - წინასადღესასწაულო მოკლე დღე
- 28 მაისი - რესპუბლიკის დღე
- 4 ივლისი - წინასადღესასწაულო მოკლე დღე
- 5 ივლისი - კონსტიტუციის დღე
- 21 სექტემბერი - დამოუკიდებლობის დღე