მსოფლიოს უნივერსიტეტების სარეიტინგო კომპანია Webometrics-მა გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში საუკეთესო 50 უნივერსიტეტს შორის პირველ ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ინარჩუნებს, მეორეზეა ილიაუნი, ხოლო სამეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) ხურავს.

ექვსეულშია სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტები. მეშვიდე ადგილს კი საქართველოს უნივერსიტეტი (UG) იკავებს, რომელიც კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის რეგიონში პირველია. 

„სასიხარულოა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, განსაკუთრებით საქართველო, მსოფლიოში წინაურდება. ბოლო გამოქვეყნების შემდეგ, რეგიონის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი უმეტესწილად გაუმჯობესებულია“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია.