ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.

"USAID -ი როლი მილიონებით არ იზომება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის რომ ახლა სახელმწიფო ვართ ამაში მისი წვლილი უდიდესია. 90-იან წლების მდგომარეობიდან გამოსვლაში უდიდესი წვლილი ჰქონდა USAID-ის; მსოფლიო ბანკს და სხვა დონორი ორგანიზაციების. ამიტომ მხოლოდ ფინანსურად ვერ გავზომავთ. მარტივი კითხვაა ეს პროგრამები რომ გაჩერდა, ამას რამე ჩაანაცვლებს?! მაგალითად ენერგეტიკაში დახმარება, სოფლის მეურნეობაში; სოციალური დახმარება მაშინ ეს სახელმწიფომ უნდა ჩაანაცვლოს. აქვს ამის ფული? თუ არ აქვს მაშინ რას დააკლებს. ეს ყველაფერი არის ეკონომისტების, პოლიტოლოგების სამუშაო", - ამბობს მარგველაშვილი.

იანვრის ბოლოს თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების სამი თვით შეჩერება აღმოჩნდა. აშშ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დონორია, მხოლოდ 2023 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა და სხვა ქვეყანაში ასობით პროექტზე 68 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. დახმარებას ბენეფიციარი ქვეყნები ძირითადად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ცნობილი როგორც USAID-ის გავლით იღებდნენ. ამ რეალობაში ტრამპის გადაწყვეტილებას გავლენა ბევრ ქვეყანაზე ექნება, მათ შორის არის საქართველოც.

დახმარების დროებით შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება”, რომელიც USAID-ს ქვეყანაში რადიკალური ძალების დაფინანსების საბაბით დიდი ხანია აკრიტიკებს, მიესალმა. ირაკლი კობახიძე, რომელიც და წარსულში USAID-ის თანამშრომელი იყო, იმედოვნებს რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება USAID-ის პროექტების შეჩერებაზე დროებითი არ იქნება.

bm.ge