ირაკლი კობახიძის ბრძანებით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა იქნება. ბრძანება 22 აპრილით თარიღდება.

20 თებერვალს პარლამენტმა III მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ. ცვლილებები გრანტების კანონში შედის. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ახალ სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტით წელს გრანტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სააგენტოს დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.