საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საპროტესტო განცხადებას რუმინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი უერთდება.
"კითხვები და სათქმელი მქონდა. არ დამიძახეს. ვუერთდები ჩემი კოლეგების განცხადებას" - წერს ის და სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებას აზიარებს.