რუსეთში სათამაშო პლატფორმა „რობლოქსის“ აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ციმბირის ქალაქ ტომსკში აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა.
მოქალაქეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ხელები შორს „რობლოქსისგან“. ამასთან, ერთ-ერთ ბანერზე ეწერა „აკრძალვები და დაბლოკვები – ეს ყველაფერია, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ“.
მოსკოვში შეზღუდულია წვდომა გარკვეულ სოციალურ მედია პლატფორმაზე, როგორიცაა Snapchat, Facebook, Instagram, WhatsApp და YouTube.
3 დეკემბერს რუსეთში სათამაშო პლატფორმა „რობლოქსიც“ დაბლოკეს.