თბილისის მერიაში განმარტავენ, რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემოღება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.

„ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის და გადაუდებელი დახმარების ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას გზაჯვარედინებზე;

ე.წ. ჭკვიან შუქნიშნებს, რომელიც ქალაქში არსებული ერთიანი ინფორმაციის მეშვეობით, დაადგენს პრიორიტეტულ მწვანე დერეფნებს და შეამცირებს დაყოვნების დროებს;

ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა აგრეთვე მოიცავს რეალურ დროში საგზაო ინციდენტების აღმოჩენას; დინამიკური ტაბლოების მონტაჟს ქალაქის მასშტაბით; რეალურ დროში ქალაქში მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო ეფექტურ მართვას.

რაც შეეხება საავტობუსო დერეფნების განვითარებას, ის მოიცავს ისეთ კომპონენტებს როგორიცაა: მწვანე დერეფნების შექმნა, სადაც აქცენტია გაკეთებული ინკლუზიურ გარემოზე, კეთილმოწყობა, ველობილიკების და საავტობუსო ხაზების განვითარება. ასე მოიცავს, საავტობუსო დერეფნების განვითარებას, სადაც აქცენტი გაკეთდება სწრაფ და უსაფრთხო მგზავრთა გადაყვანაზე”, - აღნიშნავენ მერიაში.

წყარო: ipn