საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, საქართველოს ნაკრებმა მეცხრამეტედ მოიპოვა „ანთიმოზ ივერიელის“ სახლეობის თასი, რომელიც, ტრადიციულად, საქართველოსა და რუმინეთის მატჩების დროს თამაშდება.
გადაწყდა, რომ ფინალური შეხვედრა 16 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რაგბის ევროპის ჩემპიონატში ფინალური თამაშები დაინერგა (2023 წლიდან), „ბორჯღალოსნები“ ზედიზედ მესამედ გავიდნენ ფინალში და ტიტულის მოგებას მე-17-ედ შეეცდებიან.