"ბევრი ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის იმ სერვისების მისაღებად, რა სერვისებიც საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე ტარდება," - ამის შესახებ "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით ტატიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში " შენობით ბიზნესთან" განაცხადა.
დავით ტატიშვილის თქმით, იაფფასიან სერვისზე მისვლით ადამიანი თავის ესთეტიკურ ჯანმრთელობას რამე სიკეთეს ვერ მოუტანს. "20 ლარად ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვემსახურებით. მაშინ აქ უნდა იყოს სხვა გარემო, სხვა ტექნოლოგია. უნდა მოვიდნენ, გამოცადონ, მერე მივიდნენ იმ დაბალბიუჯეტიანში და გააკეთონ შედარება,"- განაცხადა ტატიშვილმა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ადამიანების დამოკიდებულება საქართველოში ძალიან სუსტია. " საზღვარგარეთ ადამიანები ჯანმრთელობაზე დიდ თანხებს ხარჯავენ და ამას არ განიცდიან, ჩვენთან კი, თუ ჯანმრთელობას ვაზღვევთ, რაც შეიძლება ნაკლებ ფასად გვინდა დავეზღვიოთ, არადა პირიქით უნდა იყოს," - განაცხადა ტატიშვილმა.
"ბიზნესპრესნიუსი " გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:
გვიამბეთ კონკრეტულად ამ ადგილის, "დავით ტატიშვილის ესთეტიკის სახლის" შესახებ...
ეს სახელწოდება მიუთითებს მთავარ დანიშნულებაზე. ეს იყო ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი ინიციატივა, რომ ქალაქის გულში, ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას შექმნილიყო სივრცე, რომელიც გააერთიანებდა ერთ ლოკაციაში ყველა იმ ესთეტიკურ სერვისს, რომელიც სჭირდება დღესდღეობით ყველა კულტურულ ადამიანს, განურჩევლად სქესის, ასაკის.
საბედნიეროდ, წელს აგვისტოში გავხსენით ეს ცენტრი. რატომ სახლი და არა კლინიკა, სალონი და ა.შ. ? დღესდღეობით არის დროის დეფიციტი ყველა ადამიანისთვის. ბევრი სასიკეთო წამოწყების მიუხედავად, ძირითად პრობლემად რჩება გადაადგილება და ერთ სივრცეში დღეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების დონეზე შეიქმნა ეს სივრცე. აქ მომხმარებელი მიიღებს ყველა ესთეტიკურ სერვისს. აქ ისეთი გარემოა, რომ ადამიანს შეუძლია დაისვენოს, განიტვირთოს და თუნდაც დაუნიშნოს შეხვედრა ვინმეს. აქ დახვდებათ სასმელიც და საკვებიც.
ტექნოლოგიურ კომპონენტზე მინდა გკითხოთ. დღეს რა ნიუანსებზეა დამოკიდებული საქართველოში შექმნა ხარისხიანი მედიცინა?
დღეს ძალიან პოპულარულია საუბარი მწვანე პროექტებზე. რეალურად ეს არის დაკავშირებული ყველაზე მაღალი დონის ტექნოლოგიებთან. ეს არის ძვირი პროდუქტი და ბიზნესისთვისაც ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. როდესაც იძენ ორიგინალ აპარატურას, იგივე სახელით შეხვდები აპარატურას, რომელსაც ყველა ლოკაციაზე წააწყდები. თუმცა ეს არის ორიგინალი. როდესაც იძენ ორიგინალ, ძვირადღირებულ ტექნოლოგიებს, არ შეიძლება ასეთ ტექნოლოგიებთან მუშაობდეს დამწყები, გამოუცდელი ადამიანი, ეს წარმოუდგენელია. მას საიმედო ხელი უნდა მართავდეს. ჩვენთან შეხვდებით საქართველოში ერთ- ერთ ყველაზე გამოცდილ სპეციალისტებს. როგორც აპარატურაა ძვირი, ასევეა გამოცდილი სპეციალისტიც.
ჩვენი ქვეყანა როგორ შეიძლება დაპოზიციონირდეს ჭეშმარიტად საინტერესო და კომფორტულ სამედიცინო ტურიზმის კლასტერად რეგიონში?
2027 წელს 30 წელი შესრულდება, რაც დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი შეიქმნა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პიონერები კერძო მედიცინის წარმოშობის და განვითარების. იმ დროს საერთოდ სამედიცინო სერვისი დიდად ხელმისაწვდომი არ იყო. ჩვენი ცნობადობა შეიქმნა იმ ქველმოქმედების ხარჯზე, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, შემოვიარეთ მთელი საქართველო. დღეს აბსოლუტურად სხვა სურათია.
თურქეთში ხელისუფლების მხრიდან ჩაიდო დიდი თანხები, რომ მედიცინა ამ დონეზე მისულიყო, ჰქონდა ბიზნესს უზარმაზარი მხარდაჭერაც. საბედნიეროდ, საქართველოშიც დიდი დაფინანსება ხდება მედიცინის განვითარების, მაგრამ ეს ერთ დღეში არ ხდება, ამას დრო სჭირდება. ქართული სამედიცინო სერვისები რეგიონშიც საკმაოდ პოპულარულია, რადგან დიდი ნდობა აქვთ. პრობლემა ისაა, რომ ბევრი ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის იმ სერვისების მისაღებად, რა სერვისებიც საქართველოშიც საკმაოდ მაღალ დონეზე ტარდება. მათ არ აქვთ ინფორმაცია და აქვთ პირიქით, ნეგატიური ინფორმაცია. დღეს არის რამდენიმე უმაღლესი დონის კლინიკა.
თქვენი აზრით, მარკეტინგშია პრობლემა? ან რამდენიმე ცუდი სერვისების პროვაიდერმა რეპუტაცია ხომ არ გაუფუჭა ერთიან ეკოსისტემას?
ბევრი მირეკავს და ქუჩაში მაჩერებს, რომ მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის მედიცინაში. მე ძალიან ხშირად ადამიანებს ვამისამართებ სხვა კლინიკებშიც, არა მხოლოდ ჩვენთან. მათ არ აქვთ ნდობა. უამრავი კლინიკაა და ათასნაირი ინფორმაცია ვრცელდება. ნამდვილად უმაღლესი ხარისხის კლინიკებში სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ. ვინაიდან კონკურენციაა, ვერ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ყველა ასე მოიქცევა.
ცენტრალურ უბანშიც და პერიფერიულ უბნებშიც ყველგან წააწყდებით კოსმეტოლოგიურ ცენტრებს. საქართველოში დღეს რამდენიმე ათასი უმაღლესი დონის სპეციალისტია, რომელთაც შეიძლება მიანდო შენი თავი - როგორც მინიმუმ ხელი შეუშალო იმ დაბერების პროცესს, რომელსაც ყველა ვექვემდებარებით. დღეს პოპულარული თემაა გაახალგაზრდავება. წლოვანებას ვერ შევცვლით, მაგრამ ბუნებრივ პროცესს ხელს შეუშლი თანამედროვე ტექნოლოგიებით და გაახანგრძლივებ შენს საუკეთესო ფორმაში ყოფნას. ამას სჭირდება სპეციალისტები, ამას სჭირდება ტექნოლოგიები. როგორ შეიძლება უმაღლესი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა, რომელსაც ხელეწიფება მაგალითად 100 000 -იან ტექნოლოგიებთან მუშაობა, იგივე დონის სერვისი შესთავაზოს ადამიანს გამოუცდელმა ადამიანმა, რომელიც კითხვის ნიშნის მყოფ ტექნოლოგიებთან მუშაობს?! ძნელია სწორი ინფორმაციის მიღება. ამ შედეგს ადამიანი გადასცემს სხვა ადამიანს. იგივეა მედიცინაშიც. მე არ ვარ განებივრებული, რომ მივიღო ბევრი ინფორმაცია, ამას ვაბრალებ მე ამ ყველაფერს.
არბიტრის როლი სად არის? ვგულისხმობ კანონმდებელს და სახელმწიფოს... რამდენად მკაცრია სახელმწიფო ლიცენზირების საკითხში?
ძალიან რთულ საკითხს შეეხეთ. მგონი დემპინგი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი. როდესაც ასეთ ძვირადღირებულ პროექტს აკეთებ, რაც არ უნდა ისტორია გქონდეს ბრენდ კომპანიებთან თანამშრომლობის, საერთო ჯამში იხდი ძვირს. შენ თუ გინდა, რომ შენთან მუშაობდნენ საუკეთესო სპეციალისტები, კვლავ იხდი ძვირს. ჩვენ სერვისს შეგვიძლია დავდოთ რეალური ფასი, რაც ღირს, მაგრამ ამით ისარგებლონ ერთეულებმა. რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ბაზარზე არსებული ფასების ყველაზე მინიმალური ნიშნული ავიღოთ, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენ ამ გზით მივდივართ. ჩვენთვის არასასურველია, მაგრამ მივდივართ ამ გზით.
რაც გავაკეთეთ, პირდაპირ გეტყვით, რომ მილიონ დოლარს აღემატება. აქ არ გვაქვს იმის კომფორტი, რომ ის რაც ღირს 100 ლარი, ჩვენ შეიძლება დავადოთ 70-80 ლარი. 20 ლარად ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვემსახურებით. მაშინ აქ უნდა იყოს სხვა გარემო, სხვა ტექნოლოგია. აქ უკვე ადამიანი არჩევანის წინაშე დგება. მიიღოს ოცლარიანი თუ უფრო ძვირი მომსახურება. დღეს არის უკონტროლო ეს პროცესი.
შეიძლება გააკეთოს რეკლამა, რომ აქვს საუკეთესო ტექნოლოგია და ამ დროს ჰქონდეს ყველაზე დაბალბიუჯეტიანი პროექტი. სპეციალისტებიც დილემის წინაშე არიან. მათთვის რთულია მოლოდინის რეჟიმში ყოფნა - როდის დავა ადამიანების მენტალობა იქამდე, რომ თავის ჯანმრთელობაში და ესთეტიკურ ჯანმრთელობაში გადაიხადონ ასეთი თანხა. სპეციალისტს უნდა ასეთ გარემოში მუშაობა, მაგრამ თან უნდა, რომ რეალიზებული იყოს.
ასე რომ, დემპინგის თემა არის ძალიან მტკივნეული. მთავარია ადამიანებმა თვითონ გამოცადონ ძალიან მაღალი დონის ესთეტიკური სერვისი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის ისტორია გვაქვს, ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით ასეთი მაღალტექნოლოგიური დაწესებულებისთვის. ჩვენი გუნდი განაპირობებს იმას, რომ განვიხილოთ ჩვენი თავი ერთ- ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იმ ესთეტიკურ კლინიკებს შორის, რომლებიც არის საქართველოში.
უნდა გავძვირდეთ თუ არა როგორც ქვეყანა?
სკოლის და ბავშვობის წლებიდან დაწყებული, მოზრდილი ადამიანების აგიტაცია, მისი ჯანმრთელობასთან, ესთეტიკურ ჯანმრთელობასთან დამოკიდებულება, ძალიან სუსტია საქართველოში. ძალიან ბევრი კოლეგა და ნაცნობი მყავს საზღვარგარეთ და მათ აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აქვთ. ჯანმრთელობაზე მათი ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი მიდის და ამას საერთოდ არ განიცდიან. ერთ-ერთ დიდ ექიმთან მაქვს კარგი ურთიერთობა, კვირაობით ემზადება იმ პაციენტის მისაღებად, ვისაც აქვს ყველაზე ძვირადღირებული დაზღვევა. კიდევ უფრო პატივისცემით ეპყრობა ასეთ ადამიანებს, იმიტომ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს თავისი ჯანმრთელობის მიმართ.
ჩვენ როცა ჩვენს სადაზღვევო სისტემაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ნაკლოვანებებს ვხედავთ და ვაკრიტიკებთ. ამავე დროს, ხელს არ ვუწყობთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობა დავაზღვიოთ, თუ ვაზღვევთ რაც შეიძლება ნაკლებ ფასად გვინდა დავეზღვიოთ, არადა, პირიქით უნდა იყოს. მშვიდად უნდა ცხოვრობდე და მაქსიმალურად დაზღვეული გქონდეს ყველაფერი. როდის იქნება ეს საქართველოში, არ ვიცი.
შეუძლიათ გამაკრიტიკონ, რომ რა დროს ამაზე საუბარია. ასევეა ესთეტიკურ სფეროშიც. ნურავინ იფიქრებს, რომ იაფფასიან სერვისზე მივა და თავის ესთეტიკურ ჯანმრთელობას რამე სიკეთეს მოუტანს. უნდა მოვიდნენ, გამოცადონ და ისე გააკეთონ შეფასება, თუნდაც სოციალურ ქსელში. მერე მოვიდნენ იმ დაბალბიუჯეტიანში და გააკეთოს შედარება, რა მიიღო ამ ელემენტარული დაზოგვით. ადამიანების დამოკიდებულება არსებითად უნდა შეიცვალოს, საბედნიეროდ, ყოველდღიურად იცვლება. ბევრი არ ფიქრობს უკვე, რომ უკაცრავად და რამდენი ლიტრა ჩაისხას, ან რა ჭამოს მთელი დღე, ბევრი ფიქრობს, რომ იყოს საუკეთესო ფორმაში და საბედნიეროდ, ახალი თაობა ბევრად უფრო უყურებს თავის გარეგნულ მხარეს.
რა ლინკები შეიძლება ვიპოვოთ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ჯანსაღ ეკონომიკაში?
პირდაპირ გეტყვით, საქართველო ცხოვრების ხანგრძლივობის მაგალითით საუკეთესო არ არის. მაგალითად, აშშ- ში ონკოლოგიის თვალსაზრისით ერთ- ერთი ყველაზე არასასურველი სურათია,
ცხოვრების ხანგრძლივობის თვალსაზრისით კი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. იაპონია, ბრაზილია - საშინელი კლიმატია ხომ? თუმცა ცხოვრების ხანგრძლივობით გამორჩეული ქვეყნებია. მათი გასაღები არის ცხოვრების წესი. შეიძლება ადამიანს ეტყობოდეს ასაკი, მაგრამ მთავარია როგორ მუშაობს ტვინი. ასევე განწყობაა მთავარი. ასევე უნდა მიიღოს ის ესთეტიკური სერვისები, რაც დღევანდელმა დღემ მოიტანა.
ავტორი: თეონა თავაძე
წყარო: