რა არის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და რატომ გახდა მისი დადგენა და გამოყენება აუცილებელი დღეს საქართველოში და როგორია ის სტანდარტი და დაცვის მექანიზმები, რომლითაც აღჭურვილია აღნიშნული ხელმოწერა, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ სახელმწიფო სერვისების განვითარების თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ სიჭინავამ ისაუბრა. მისი თქმით კვალიფიციური  ელექტრონული ხელმოწერა შეიქმნა ევროკავშირში და ევროკავშირმა დაადგინა შიდა ბაზარზე  ეკონომიკის  განვითარებისთვის და სერვისების ხელმისაწვდომობის  გასაზრდელად დაადგინა რეგულაცია, რომლითაც  დაარეგულირა გარკვეული ელექტრონული ტრანზაქციები, თუ როგორ  უნდა  განეხორციელებინათ  ტრანზაქციები  ორგანიზაციებს, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოებს  ტრანზაქციები უსაფრთხოდ და როგორი ფორმის უნდა ყოფილიყო ელექტრონული  დოკუმენტები, რომ ის უფრო დაცული ყოფილიყო და ბიზნესს ჰქონოდა შესაძლებლობა,რომ უკეთ  წარემართა თავისი საქმიანობა და გაემარტივებინა სერვისების მიწოდება.

„ამ ეტაპზე საქართველოში დანერგილია სამი მომსახურება, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული შტამპი და დროის კვალიფიციური აღნიშვნა სერვისის მიმწოდებლები ვართ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  ფიზიკური იქნება ეს თუ იურიდიული პირი ვაწვდით ამ სერვისებს.

კვალიფიციური  ელექტრონული ხელმოწერა გვაძლევს საშუალებას, რომ უტყუარად დავადგინოთ დავადასტუროთ დოკუმენტები,  დოკუმენტებში ხელმომწერი პირი დავაიდენტიფიციროთ უტყუარად  ზუსტად გავიგოთ ვინ არის  დოკუმენტზე ხელმომწერი და თუ ხელმოწერის შემდეგ რაიმე ცვლილებები განხორციელდა ამის აღმოჩენაც  შეიძლება, ასევე მარტივდება პირის დისტანციურად იდენტიფიკაცია, ჩვენ დისტანციურადაც შეგვიძლია განვახორციელოთ ისეთ ქმედებები რომლისთვისაც მანამდე აუცილებელი იყო  ადგილზე ვიზიტი. ამან  როგორც  კერძო ასევე  სახელმწიფო ორგანიზაციებს მისცა  შესაძლებლობა, რომ თავიანთი სერვისები განევითარებინათ , უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ მომხმარებლისთვის და გაეზარდათ წარმოება და მათ შორის დოკუმენტბრუნვა“ - აღნიშნა ვლადიმერ სიჭინავამ.

სიჭინავას განმარტებით კვალიფიციური სანდო მომსახურება არის ყველაზე მეტად დაცული სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტის მთლიანობის  დაცვას, მისივე თქმით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის დადების შემდეგ, დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელია, ისე რომ არ იქნეს  ეს აღმოჩენილი დაინტერესებული მხარის მიერ.

„ამ სერვისის მიწოდება, საკმაოდ მკაცრი და რთული სტანდარტების დაცვას მოითხოვს, ეს რეგულაცია რაც ითვალისწინებს სტანდარტებთან შესაბამისობას მოიცავს სერვისების მთლიან ჯაჭვს, როგორც ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით ასევე  მთლიანი პროცედურა, რითაც  ხდება ამ სერვისის მიწოდება მოწმდება კომპეტენტური ორგანოს მიერ.

დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ევროპული მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის მიერ  არის სერტიფიცირებული და ეს უკვე  დოკუმენტურად დადასტურებულია , რომ სახელმწიფო სერვისების  განვითარების სააგენტო უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს და ყველა ფორმადა ყველა ზომები ამ სერვისის მიწოდებისას არის დაცული.“ - აღნიშნა ვლადიმერ სიჭინავამ.

სიჭინავას თქმით  საქართველოში  გაცემულია  ხუთ მილიონზე მეტი კვალიფიციური ხელმოწერის  სერტიფიკატი და იგი  გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის მქონე პირზე და ასევე საქართველოში ბინადრობის  ელექტრონული მოწმობის მქონე პირზე.

„ჩვენ ასევე ორგანიზაციებზე გავცემთ კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპს, ეს  არის რეალურად ორგანიზაციის  ხელმოწერა და 11 000 მდე  კვალიფიციური ელექტრონული შტამპის  სერტიფიკატი გვაქვს  გაცემული.“ - აღნიშნა ვლადიმერ სიჭინავამ.