საქართველოს ქალაქებში ბოლო წლებში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ათეულში რუსთავმა ქუთაისს, მარნეულმა კი ხაშურს გადაუსწრო. აღსანიშნავია ის, რომ ქუთაისის მეოთხე ადგილზე გადანაცვლება, წლების განმავლობაში ამ ქალაქის მოსახლეობის კლებამ და ამასთან ქალაქ რუსთავის მოსახლეობის მატებამ გამოიწვია. ბოლო 8 წლის განმავლობაში ქუთაისის მოსახლეობა სისტემატურად იკლებდა 2015 წელს 147 ათასი იყო, 2016 -145 ათასი, 2017 – 142 ათასი 2018- 141 ათასი  2019- 138 ათასი 2020- 135 ათასი 2021 – 134 ათასი.

ქუთაისისგან განსხვავებით, მოსახლეობა სისტემატურად იზრდება ბათუმში 2015 წელს 155 ათასიდან 2023 წელს  179 ათასამდეა გაზრდილი

კიდევ ერთი ცვლილება არის ის, რომ მოსახლეობის რაოდენობით 2023 წელს ათეულში ქალაქ მარნეულმა გადაუსწრო ხაშურს.

საქსტატის მონაცემების თანახმად ათეული ასე გამოიყურება. (მონაცემებში ასახულია საქალაქო დასახლებაში მოსახლეობის რიცხოვნობა)

თბილისი 2023 წ - 1 210 700, 2022წ - 1 171 200
ბათუმი 2023წ - 179 200 2022წ- 173 700
რუსთავი 2023წ – 132 300, 2022წ – 128 800
ქუთაისი  - 2023წ - 130 400  2022წ - 129 300
გორი 2023წ - 44 400  2022წ - 44 500
ფოთი  2023წ - 41 500  2022წ - 41 100
ზუგდიდი 2023წ - 41 300 2022წ - 40 700
მარნეული 2023წ - 24 900 2022წ - 23 900
ხაშური 2023წ - 24 600 2022წ - 24 600
სამტრედია  2023წ - 22 200  2022წ - 22 400

მთლიანობაში საქართველოს toმოსახლეობის რაოდენობა 2023 წელს 3 736 400 იყო, აქედან 2 255 700 საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 1 480 600 კი სასოფლო დასახლებაში. 2022 წელს ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურებოდა სულ 3 688 600  საქალაქო დასახლება 2 201 200 სასოფლო დასახლება 1 487 500.