ქათმის ფილეს ყველაზე ძვირი შვეიცარიაში ღირს და 29.48 დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ სტატისტიკას Numbeo აქვეყნებს.

ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქათმის ფილე ყველაზე ძვირია ასევე ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში.

რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში ქვეყანა 70-ე ადგილზეა და მისი საშუალო ფასი Numbeo-ს მონაცემების მიხედვით 5.7 დოლარს შეადგენს.