ქართველი ექიმები 3-5-ჯერ ნაკლებად პროდუქტიულები არიან ევროპული ქვეყნების კოლეგებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ ემსახურებიან ნაკლებ პაციენტს. ინფორმაცია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„საქართველოში ექიმების სიჭარბეა და ექთნების დეფიციტი. საქართველოში თითო ექიმზე მხოლოდ ერთი ექთანი მოდის, ევროპის ქვეყნებში კი - 2-დან 5-მდე. შედეგად, ქართველი ექიმები 3-5-ჯერ ნაკლებად პროდუქტიულები არიან ევროპული ქვეყნების კოლეგებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ ემსახურებიან ნაკლებ პაციენტს.

შესადარის ქვეყნებს შორის საქართველოში ექიმების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია და 2021 წელს 1,000 მოსახლეზე 6.1-ს მიაღწია, რაც OECD-ს საშუალოზე ორჯერ მეტია. აღნიშნული ტრენდი, სავარაუდოა, რომ გაგრძელდება განათლების სისტემაში სამედიცინო პროგრამებზე მზარდი, ხოლო საექთნო კურსებზე მცირე მოთხოვნიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.