ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10%-იანმა ზრდამ იქონია, ამასთან, ძირითად სამომხმარებლო საქონელს შორის არაერთზე ფასები ორნიშნა რიცხვით არის გაზრდილი.
ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის, პირველ ადგილს ქლიავი იკავებს 102%-ით, მეორე ადგილზეა მსხალი 53%-ით.
ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი და მომსახურება:
| # | საქონელი | ფასის წლიური ცვლილება |
| 1 | ქლიავი | 101.8% |
| 2 | მსხალი | 53.0% |
| 3 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 47.2% |
| 4 | ლიმონი | 45.5% |
| 5 | ატამი | 35.7% |
| 6 | კარტოფილი | 28.6% |
| 7 | ნაყინი | 26.9% |
| 8 | საავადმყოფოს მომსახურება | 25.5% |
| 9 | ხორბლის პური | 21.5% |
| 10 | კაკაო | 21.2% |