დღეს პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება. დეპუტატები ამჯერად ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმენენ. საცალო ქსელის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა 11 მარტს გაიმართა.
სხდომაზე მათთან ერთად მოხდება მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.
შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება.