მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებულ ავტომობილებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო პატრულმა წელს 287 ჯარიმა გამოწერა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტის წევრის თინათინ ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად ავრცელებს.
]ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებულ ავტომობილებზე ჯამში გამოწერილია 775 ვიდეო ჯარიმა:
2020 წელს - 158 ვიდეოჯარიმა;
2021 წელს - 144 ვიდეოჯარიმა,
2022 წელს - 186 ვიდეოჯარიმა,
2023 წლის იანვრიდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე - 287 ვიდეოჯარიმა.
„ვიდეოჯარიმების ანაზღაურებას უზრუნველყოფენ სამართალდამრღვევები და შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მათი გადახდა არ ხორციელდება,“- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.