შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრას მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ETUC) წარმომადგენლები და საქართველოს
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ესწრებოდნენ. 

ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სოციალური დიალოგის განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტიან დაცვაზე.

მინისტრმა, ევროპის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთო ღირებულებების საფუძველზე, მათი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, ევროპის პროფკავშირების წარმომადგენლებმა, დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს