მერაბ დვალიშვილი მსაჯების გადაწყვეტილებით, რუს მეტოქესთან, პიოტრ იანთან დამარცხდა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ტიტული დაკარგა.

ქართველ მებრძოლს აქამდე 21 და ზედიზედ 15 გამარჯვება ჰქონდა.

მერაბ დვალიშვილმა 5 ოქტომბერს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კორი სენდჰეგენი დაამარცხა და ქამარი მესამედ დაიცვა.

ჩემპიონის ქამარი ქამარი დვალიშვილმა პირველად 2024 წლის 14 სექტემბერს, იმ დროს მოქმედი ჩემპიონის, შონ ო'მალის დამარცხებით მოიპოვა - მანამდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი - ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

tabula.ge