საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ-სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო მეხანძრე-მაშველის ნაქსოვი ქუდების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 88 ათასი ლარია. შესყიდვა 10 აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 19 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.

როგორც ტენდერის დოკუმენტაციაშია ნათქვამი ქუდების ნაწილის - 1700 ცალის მიწოდება ქუთაისში უნდა მოხდეს. 2300 ცალის კი თბილისში. საქონლის ტექნიკურ პარამეტრებში აღნიშნულია რომ ქუდი დამზადებული უნდა იყოს ორმაგი ქსოვილით, შავი ფერის,  ქსოვილის შემადგენლობა კი უნდა იყოს 100% აკრილი ან 100% პოლიაკრილი.

უწყება ტენდერს აცხადებს ასევე საზღვაო მაშველების ფორმებზეც (მაისური, შორტი, ქუდი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 700 ლარია.  შესყიდვა 10 აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 18 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.

ტექნიკურ მახასიათებლებში წერია, რომ მაისური პოლო - უნდა იყოს წითელი ფერის მოკლე სახელოებით. ქსოვილის ბოჭკოვანი შემადგენლობა: პოლიესტერი - 100%.  წითელის ფერის და 100% პოლიესტერის უნდა იყოს შორტი და ქუდიც. რაოდენობა 300-300 ცალი. საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს ქუთაისში.