ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივითა და კომპანიაჯორჯიან მანგანეზისმხარდაჭერით ორგანიზებული მედიაწიგნიერების კონკურსი დასრულდა. მიღებული ნამუშევრების გადარჩევის შედეგად კი ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მიიღეს. პირველი ადგილი დაბა კაზრეთში მცხოვრებმა ნინი მოსეშვილიმა დაიკავა. მე-2 ადგილი კი თბილისელმა მარიამ ბროლაძემ და წალკელმა ანა გიგლემიანმა გაინაწილეს. რაც შეეხება მე-3 ადგილს, ის ჭიათურელ ანანო ხახიშვილსა და საგარეჯოელ მარიამ ჩილინგრიშვილს ხვდათ წილად.

საუკეთესო ნაშრომების ავტორები სპეციალურად ამპროექტისთვის შექმნილი საპრიზო ფონდითდაჯილდოვდნენ, რომელიც ჯამში 3000 ლარსშეადგენდა და შემდეგნაირად ნაწილდებოდა:პირველი ადგილი - 1 500 ₾; ეორე ადგილი - 1 000 ₾;მესამე ადგილი - 500 ₾.

რადგან მეორე და მესამე ადგილები ორ-ორმაკონკურსანტმა გაიყვეს, დაჯილდოების მომენტში, პროექტის სპონსორის, “ჯორჯიან მანგანეზისწარმომადგენელმა, თემურ ხონელიამ მიიღოგადაწყვეტილება საპრიზო ფონდის გაზრდის თაობაზედა მეორე-მესამე ადგილზე გასულ თითოეულკონკურსანტს შესაბამისად, 1000-1000 და 500-500 ლარი გადაეცათ.

სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე, რომტარდებოდა კონკურსი თემაზე ნამდვილი დაყალბი ამბების გარჩევა მედიაწიგნიერებისსაშუალებით”. უსტად იმ პერიოდში Facebook-ზეშემხვდა სტატია, რომლის მიხედვითაც გოგონების25%- ვინც პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოაცრა გაიკეთა, უშვილობა ემუქრებათ. ადგანსაქართველოში გოგონების უმრავლესობას ესვაქცინა აქვს გაკეთებული ინფორმაციისგადამოწმება საჭიროდ ჩავთვალე და აღმოვაჩინე, რომ ყალბია. აკონკურსო ნამუშევარიც სწორედ ამთემაზე შევქმენი.

კონკურსში მონაწილეობა და აკონკურსომასალაზე მუშაობა დამეხმარა გამომემუშავებინაისეთი უნარები, როგორებიცაა ლოგიკური დაკრიტიკული აზროვნება, ანალიზი, ფაქტებისგადამოწმების და წერის უნარი.

მიხარია, რომ ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობადა საპრიზო ადგილიც დავიკავე. ძალიან კარგიიქნება თუ მსგავსი კონკურსები ისევ გაიმართებადა ყველა ჩემს თანატოლს ვურჩევ გამოიყენონშესაძლებლობა, - განაცხადა კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, მარიამ ბროლაძემ.

მედიაწიგნიერების კონკურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება13-დან 18 წლამდე, საქართველოში მცხოვრებნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო.