„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობის შემდეგ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინასთან“ გამართა და ქართველი თავდამსხმელის - ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით 1:0 დაამარცხა.
34 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 83 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 17 ქულით ასწრებს. გუნდი იტალიის ჩემპიონია და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოიპოვა.