კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრის“ დატოვება და მადრიდის „რეალში“ დაბრუნება გადაწყვიტა, – ამის შესახებ გამოცემა El Nacional-ი წერს. ფეხბურთელი დაიღალა „ალ-ნასრში“ თამაშით, უჭირს დახურული კულტურის მქონე ქვეყანასთან შეგუება, მას დისკომფორტს უქმნის ენის არცოდნაც. გამოცემა წერს, რომ „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი რონალდუს კლუბში სამუშაოს სთავაზობს, მაგრამ არა მოთამაშედ, არამედ „რეალის“ ელჩად, ან ხელმძღვანელობაში.

რონალდუ „ალ-ნასრში“ იანვარში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და წელიწადში 200 მლნ ევროს ოდენობის ხელფასით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. 

ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ პროკურატურაში საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა ფეხბურთელის საქციელზე მეტოქის მოედანზე საუდის არაბეთის ჩემპიონატის ალ-ჰილალის გუნდთან მატჩის შემდეგ. მასპინძელთა გულშემატკივრებმა რონალდუს მოედნის დატოვების პროვოცირება დაიწყეს შეძახილებით: „მესი! მესი!“, საპასუხოდ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხელით უხამსი ჟესტი გააკეთა.

„ალ-ჰილალის გულშემატკივრებს რონალდუს პროვოცირებაც რომ მოეხდინა, მას არ უნდა ეპასუხა. რონალდუს საქციელი დანაშაულია. მისი საჯარო უხამსობა არის ერთ-ერთი დანაშაული, რომელიც ისჯება დაპატიმრებითა და დეპორტით, თუკი უცხოელმა ჩაიდინა, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელებში“, - დასძინა მოსამართლემ.

უცნობია, უკავშირდება თუ არა რონალდუს გადაწყვეტილება „ალ ნასრის“ დატოვებასთან დაკავშირებით, ამ ფაქტთან.