ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ასპარტამი, ხელოვნური დამატკბობელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება დიეტურ სასმელებსა და პროდუქტებში, შესაძლოა კიბოს იწვევდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ორგანიზაციის მეორე კომიტეტში განაცხადეს, რომ ამ ნივთიერების ზომიერი დოზებით მიღება უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ასპარტამი აშშ-ს რეგულატორების მიერ დამტკიცებული ექვსი დამატკბობლიდან ერთ-ერთია. მას იყენებენ ათასობით პროდუქტში, მათ შორისაა: უშაქრო იოგურტი, უშაქრო საღეჭი რეზინი, დიეტური გაზიანი სასმელებით, ჩაი და სპორტული და ენერგეტიკული სასმელებით.
რაც შეეხება კიბოს შემსწავლელ საერთაშორისო სააგენტოს, ორგანიზაცაში ამბობენ, რომ მათი დასკვნა, ასპარტამის შესაძლო კანცეროგენულობასთან დაკავშირებით, ადამიანებზე სამი ობსერვაციული კვლევის შეზღუდულ მონაცემებს ეყრდნობა. სააგენტომ განაცხადა, რომ კვლევა ხელოვნური დამატკბობლების მოხმარებასა და ღვიძლის კიბოს შემთხვევების ზრდას ერთმანეთთან აკავშირებს.