კახეთში სტიქიამ რამდენიმე მუნიციპალეიტეტი დააზარალა. სეტყვა მოვიდა გურჯაანში, დაზარალდა სოფელი შაშიანი და ტიბაანი.
ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მაღრაანში, ფიჩხოვანსა და არგოხში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო სამეურნეო ფართობები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და მოგლიჯა ხეები.
სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია, შესაბამისი კომისია საკითხის შესწავლას ხვალიდან შეუდგება.