„ჯანდაცვის ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან ჯანდაცვის ბიზნესის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისივე თქმით არსებობს საერთო ამოცანა, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი. 

"ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას და ეს ახლა, სამუშაო პროცესია. ამიტომ, გვექნება ხშირი კომუნიკაცია და დისკუსია. საბოლოო ჯამში, ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი. ეს არის როგორც ჰოსპიტალური, ასევე ფარმაცევტული კუთხითაც" - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.