ჯანდაცვის ხარისხით საქართველო 90-ე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას international insurance-ი ავრცელებს.

კვლევაში 104 ქვეყანა მონაწილეობდა და მიზნად ისახავდა ქვეყნების კლასიფიკაციას ჯანდაცვის ხარისხის მიხედვით.

საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების რეიტინგში სინგაპური, იაპონია და სამხრეთ კორეა ლიდერობენ. ბოლო პოზიციებს კი ლიბანი, მონტენეგრო და გვატემალა იკავებენ.

რაც შეეხება რეგიონს, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო- 90-ე ადგილი

სომხეთი- 68-ე ადგილი

აზერბაიჯანი- 85-ე ადგილი

რუსეთი- 84-ე ადგილი

თურქეთი- 63-ე ადგილი