იტალიაში ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომვლელების დეფიციტია. სამუშაო ბაზარზე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წელს დამატებით 10 000 სამუშაო ვიზა გაიცემა. ამ მიზნით, ქვეყნის მთავრობამ მიგრაციის წესების ახალი პაკეტი მიიღო.

იტალიაში დემოგრაფიულ პრობლემებს ებრძვიან. ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების პროცესი მიმდინარეობს. შემცირებულია შობადობის მაჩვენებელიც. რის გამოც ქვეყანაში მოხუცების მომვლელების საჭირო რაოდენობა არ არის. პრობლემის მოგვარების მიზნით, საქველმოქმედო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, რაც შეიძლება მეტი უცხოელი შემოუშვან ქვეყანაში, რომლებიც მოხუცების მოვლით დასაქმდებიან.

2023-2025 წლების პერიოდში იტალია 452 000 სამუშაო ვიზას გასცემს. თუმცა ამ რაოდენობაში არ შევა მოხუცთა მეურვეობისთვის გასაცემი დამატებითი ვიზები. შედეგად ქვეყანა მომვლელებისთვის 150%-ით მეტ ვიზას გასცემს, ვიდრე წინა სამ წელიწადში გასცა.