VELI.store ქართული ელ.კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველაფერი ერთ სივრცეში შეიძინოს და დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – დრო. ხოლო, 28 მარტს, მხოლოდ ერთი დღით ველი საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ახალ აქციას გთავაზობს, რომელიც ახალგაზრდებისთვის აქტუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
გადაიხადე 28 მარტს საქართველოს ბანკის სტუდენტის ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი PLUS ქულების სახით. შეთავაზება ველის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება და შესაძლებლობას გაძლევს სასურველი ნივთები შეიძინო და ამავდროულად ქეშბექით ისარგებლო.
აღმოაჩინე ბრენდები, რომლებიც შეგიძლია შეიძინო და ამავდროულად, თანხის 30% დაიბრუნო:
JBL
ველი აუდიოტექნიკის სფეროს ლიდერი ბრენდის – JBL-ის უახლეს პროდუქტებს გთავაზობს, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ხმის უმაღლეს ხარისხს აერთიანებს. JBL აგრძელებს ბრენდის დამფუძნებლის – ამერიკელი აუდიო ინჟინრისა და დიზაინერის, ჯეიმს ბულოუ ლანსინგის დაწყებულ ტრადიციას, რომლის ფილოსოფიის მიხედვით ხმა თავისუფლების გამოხატვის საშუალებაა.
Ninja
Ninja სამზარეულოს ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელია. ბრენდის პროდუქტებს შორის ყველაზე მოთხოვნადია აეროგრილები, რომლებიც საშუალებას გაძლევს ჯანსაღი და გემრიელი კერძები ცხიმის გარეშე მოამზადო.
კომპანია დაარსდა 1994 წელს მონრეალში, კანადა, მაგრამ ახლა მდებარეობს ნედჰემში, მასაჩუსეტსი. NInja-ს სამზარეულოს ტექნიკა ხელმისაწვდომი, ეფექტური და მარტივი გამოსაყენებელია.
Shark
ველიზე შეგიძლია აღმოაჩინო კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი – Shark, რომელიც საუკეთესო ხარისხის თავის მოვლის ტექნიკასა და მტვერსასრუტებს გთავაზობს.
Shark Beauty-ს თავის მოვლის ხაზი ინოვაციურ პროდუქტებს აერთიანებს, რომლებიც შექმნილია ნებისმიერი ტიპის თმისა და კანის საჭიროებების გათვალისწინებით. ბრენდის ხელსაწყოები გაძლევს შესაძლებლობას, სახლის პირობებში მიიღო სალონური შედეგი. Shark Beauty განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მრავალფეროვნებაზე და მძლავრ პროდუქტებს ქმნის, რომლებიც თანაბრად ეფექტურია ყველა ტიპის თმისთვის.
WOOOD
WOOOD თანამედროვე და ელეგანტური დიზაინით განთქმული ავეჯის მწარმოებელი ბრენდია. ნიდერლანდებში დაარსებულმა WOOOD-მა რეპუტაცია მაღალი ხარისხის, გამძლე ავეჯისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო მოიპოვა.
ბრენდი 40 წელზე მეტია არსებობს და ბუნებრივ მასალებს იყენებს, რომლებიც FSC სერტიფიცირებულია და მდგრადი წყაროებიდან მოიპოვება. პროდუქციის დიდი ნაწილი ჰოლანდიაში, კომპანიის საკუთარ ქარხანაში იქმნება.
ETA
კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც შესაძლოა აქამდე არ იცნობდი, ტრადიციებით მდიდარი ჩეხური ბრენდია – ETA, რომლის პროდუქტებიც, უკვე 80 წელზე მეტი ხნის მანძილზე შეუცვლელია მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლისთვის.
ETA ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ბრენდიცაა, რომელიც 1943 წლიდან სტაბილურად ვითარდება და არ კარგავს მოწინავე პოზიციებს ბაზარზე. კომპანია უცვლელი ხარისხითა და ტრადიციისადმი ერთგულებით ქმნის ტექნიკას, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად უმარტივებს ცხოვრებას.
ETA მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქციით მილიონობით ადამიანისთვის სანდოობის სიმბოლოდ იქცა. ამჟამად, ის 240-ზე მეტი სახეობის პროდუქტს ქმნის. ხოლო, ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება სახლის მოვლის ინოვაციური ტექნიკაა, რისთვისაც ქმნის მრავალფუნქციური გამოყენების კლასიკურ მტვერსასრუტებსა და ორთქლის უთოებს. ასევე, მას იცნობენ სამზარეულოს ერთ-ერთ საუკეთესო ტექნიკით, რომელთა შორისაა სამზარეულოს კომბაინი, სამზარეულოს სასწორიდა წვენსაწური.
Polaroid
ასევე, არჩევანი შეგიძლია შეაჩერო ყველასთვის საყვარელ ფოტოკამერაზე, რომლის მეშვეობითაც დასამახსოვრებელ მომენტებს ორიგინალურად აღბეჭდავ. ამაში Polaroid შეუცვლელი იქნება – კამერა, რომელიც იღებს სურათს და რამდენიმე წამში ბეჭდავს.
ეს კამერები განსაკუთრებული პოპულარობით, 90-იან წლებში სარგებლობდა, როდესაც ის ერთადერთი კამერა იყო, რომლის გადაღებული სურათის მყისიერად ნახვა შეგეძლო. მოგვიანებით, ციფრული ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად, მისმა პოპულარობამ დროებით იკლო. თუმცა არ განელებულა დაბეჭდილი სურათების სიყვარული, ალბათ სწორედ ამიტომ, Polaroid კვლავ აღორძინდა.
Polaroid, ასევე შესანიშნავი საჩუქარი იქნება. VELI.store-ზე ნახავ პოლაროიდის, მრავალფეროვან მოდელებს, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც ფასით, ასევე ფუნქციებითა და შესაძლებლობებით მკვეთრად განსხვავდება.
Moroccanoil
Moroccanoil-ის ისტორია არგანის ზეთით გამდიდრებული თმის სამკურნალო თვისებების აღმოჩენით დაიწყო, როდესაც ბრენდის თანადამფუძნებელმა კარმენ ტალმა მისი სასწაულმოქმედი ეფექტი თავის თავზე გამოცადა. დაზიანებული და მშრალი თმის ბზინვარე, გლუვ და ადვილად დასავარცხნ თმად გარდაქმნის შემდეგ, მან გადაწყვიტა ეს აღმოჩენა მთელი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა.
დღეს, ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ერთი რევოლუციური პროდუქტიდან Moroccanoil სილამაზის ინდუსტრიის წამყვან ბრენდად გადაიქცა, რომელიც არგანის ზეთით გამდიდრებული თმის, სხეულის მოვლისა და პროფესიონალური საღებავების სრულ ხაზს გთავაზობს.
28 მარტს ველიზე გადაიხადე საქართველოს ბანკის სტუდენტის ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი PLUS ქულების სახით. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში და მიიღე შენაძენი ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში