საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშეწყობისა და ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„შეხვედრის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და დაცვის მექანიზმები. ასევე კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო ქეისები. შეხვედრა აქტიურ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.

2025 წლის აპრილის თვეში, შეხვედრები ჩანიშნულია - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლებში ვიზიტი.

საგანმანათლებლო სექტორში, აღნიშნული მიმართულებით შეხვედრები უკვე გაიმართა: ახალქალაქში - დაინტერესებულ მხარეებთან, რუსთავის - #18 სკოლის,  თბილისის - #98, გარდაბნის - #4 სკოლის და კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 2025 წელს, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, GCCA-ი აქტიურად გეგმავს სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურების და ვიდეო მასალების ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე თარგმნა-გავრცელებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.