ძლიერი წვიმის შედეგად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომაროსა და შოყაში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა.

სამხარეო რწმუნებულის პრესსამსახურმა BM.GE-ს უთხრა, რომ 5 ოჯახი გაყვანილია საცხოვრებელი სახლებიდან ნათესავებთან. საბოლოოდ მათი ქირით დაბინავება იგეგმება საცხოვრებელი სახლების სრულ აღდგენამდე.

ასევე, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია 5 მსუბუქი ავტომობილი და 1 მიკროავტობუსი. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

მათივე ცნობით,ადგილზე უკვე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია ტრაქტორები, სატვირთო მანქანები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან აგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების გატანაში ეხმარებიან.

უწყების ცნობით, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, რომელიც უკვე შექმნილია.

bm.ge