ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP) რეგიონული კამპანიის ფარგლებში მედია ჰოლდინგი „კომერსანტი“ 2025 წლის 16 აპრილიდან იწყებს 1 თვიან ტრენინგ-პროგრამას ზესტაფონში არსებულ კოლეჯ "კონსტრუქტორში". მოცემული ტრენინგ-პროგრამის მიზანია, ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში. პროფესიონალი სპიკერების ლექციების ჩატარების შედეგად მოხდება სტუდენტების მიერ ენერგოეფექტურობის კონცეფციის, მისი მნიშვნელობისა და პრაქტიკული გამოყენების სრულყოფილი გააზრება. კურსი დაეხმარება სტუდენტებს გააცნონ ენერგიის ეფექტური გამოყენების მიდგომები და ეფექტური ტექნოლოგიები, რათა გამოიმუშაონ ინოვაციური გადაწყვეტები ენერგიის დაზოგვისა და მდგრადი განვითარებისთვის.
კურსის ფარგლებში მონაწილეების მიიღებენ ინფორმაციას ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა:
1. ენერგოეფექტურობის საფუძვლები
ენერგიის გამოყენება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები
ენერგოეფექტურობის დეფინიცია და მნიშვნელობა
ენერგოეფექტურობის სტანდარტები და კანონმდებლობა
2. ენერგიის ტიპები და მათი ეფექტური გამოყენება
განახლებადი ენერგიები და მისი მნიშვნელობა
ენერგიის მოხმარება და მისი შემცირების გზები
ენერგოეფექტურობის ინდიკატორები
3. ენერგოეფექტურობა სამშენებლო სფეროში
ენერგოეფექტური შენობების დიზაინი
შენობის თერმული იზოლაცია და ენერგია-saving ტექნოლოგიები
ენერგოეფექტური გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება (HVAC)
სახლების დათბობა ენერგოეფექტურობის საშუალებით
4. ენერგოეფექტურობის როლი კლიმატის ცვლილებების პრევენციისთვის
საქართველოში სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობაში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების დონე დაბალია, განსაკუთრებით აღნიშნული პრობლემა დგას რეგიონებში. შესაბამისად, სალექციო ციკლი თავის წვლილს შეიტანს აღნიშნული გამოწვევის აღმოფხვრის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ მოცემული კურსი გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში და ჩატარდება კვირაში ერთხელ. მოწვეული სპიკერები იქნებიან როგორც ექსპერტები, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. სალექციო კურსის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
ევროკავშირის შესახებ:
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერისშესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri- sakartveloshi/
პროექტის შესახებ:
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” 2021 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებას იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ნოდარ სირბილაძე, კამპანიის ხელმძღვანელი
ტელ: 558 157 700, E-mail: nodo.sirbiladze123@gmail.com>