სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება 4 ავიაკომპანიის მიერ, 8 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.

ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება:

Georgian Airways:

• თბილისი - მიუნხენი - თბილისი - 3 სიხშირე;

• თბილისი - ბერლინი - თბილისი - 2 სიხშირე კვირაში.

Wizz Air:

• ქუთაისი - ბერლინი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;

• ქუთაისი - დორტმუნდი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;

• ქუთაისი - მემინგემი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;

• ქუთაისი - ჰამბურგი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;

• ქუთაისი - ფრანკფურტი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე.

Lufthansa:

• მიუნხენი - თბილისი - მიუნხენი - 10 სიხშირე კვირაში.

Eurowings:

• ბერლინი - თბილისი - ბერლინი - 1 სიხშირე კვირაში;

• დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი - 2 სიხშირე კვირაში.

სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება 10 ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.